პროექტები

”ნატო-ს საზაფხულო სკოლა” 2006 წლის ზაფხულში საერთაშორისო ფონდ ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრმა და ნატოს საინფორმაციო სამსახურმა საქართველოში განახორციელეს ერთობლივი პროექტი ლიდერი ქალებისათვის _ საზაფხულო სკოლა “ნატო XXI საუკუნეში”. ეს იყო ორდღიანი ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა რეგიონებისა და პარტიების წარმომადგენელი ქალები. მათ ლექციები წაუკითხეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, ლიტვის ელჩმა საქართველოში რიჩარდას დეგუტისმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე ბაქრაძემ, ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა მონიკ ტუფელმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე მაისურაძემ, ახალი თაობა, ახალი ინიციატივა განათლების პროგრამის კოორდინატორმა გიორგი გამყრელიძემ და ნატოს მეკავშირე ოფიცერმა სამხრეთ კავკასიაში რომაულდს რაჟუკსიმ. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ და საშუალება მიეცათ, გაეაზრებინათ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ვფიქრობთ, დღევანდელი პოლიტიკური ვითარების ფონზე ამ სკოლას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ერთის მხრივ საზოგადოების ინფორმირებისა და მეორეს მხრივ უსაფრთხოების საკითხებში ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით.

”ქალი, მედია და არჩევნები” ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2006 წელს განახორციელა პროექტი ”ქალი, მედია და არჩევნები”, რომლის მიზანი იყო განეხორიელებინა საგანმანათლებლო პროგრამა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისათვის. პროექტი ეხებოდა ქალთა საკითხებს და გამოკვეთდა ქალთა პოლიტიკურ ინტერესებს ჩვენ საზოგადოებაში. პროგრამის მიზანი იყო, საშუალება მიეცა მსმენელებისთვის, დაუფლებოდნენ პრაკტიკული საქმიანობისთვის საჭირო უნარჩვევებს და გაეღრმავებინათ პროფესიონალიზმი. პროგრამას ესწრებოდნენ მსმენელები რეგიონებიდან და თბილისიდან (25 მონაწილე). პროექტს რეკლამირება გაუწია რეგიონალური მედიის ასოციაციის ერთერთმა დამფუძნებელმა, რომელიც 2003 წლიდან ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის ერთერთი წევრისა. შედგენილი იყო სპეციალური კითხვარი, რომლის მეშვეობით მსურველები აფიქსირებდნენ საკუთარ შეხედულებას და ინტერესს ქალთა საკითხებისადმი და რომლის დახმარებითაც შეირჩა 25 მსმენელი. ლექცია-სემინარებს, რომლებსაც ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდათ, უძღვებოდნენ უნივერსიტეტის ლექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმატებული ჟურნალისტები. მოსმენილი კურსის შედეგად მონაწილეებს გაუღრმავდათ პროფესიონალიზმი და დაეუფლნენ პრაქტიკული საქმიანობისთვის საჭირო უნარჩვევებს. პროგრამის მიმდინარეობისას მოეწყო სპეციალური შეხვედრები. მონაწილეებმა ასევე იმუშავეს საკონკურსო პროექტებზე. პროექტის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. პროექტის მსველელობისას გამოიკვეთა ორი მიმართულება: •თითოეულმა ლექტორმა შეაფასა მსმენელების აკადემიური მისწრება და მათი აქტიურობის ხარისხი. •მონაწილეებმა თავის მხრივ შეაფასეს თითოეული ლექცია და პროგრამის ორგანიზაციული ასპექტი სპეციალური კითხვარის მეშვეობით. ამ შეფასებებმა ნათელყო, რომ პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა.

“ქალთა პოლიტიკური სკოლა: გენდერი, პოლიტიკა და სამართალი” ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2005 წელს განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო, ქალთა პოლიტიკური საგანმანათლებლო პროგრამის ორგანიზება თსუ-ში. პროგრამა ითვალისწინებდა ქალთა ცოდნის გაღრმავებას ქვეყნის უსაფრთხოების სისტემებსა და საერთაშორისო საკითხებში. პროგრამა ასევე მოიცავდა თანამედროვე საერთაშორისო კვლევებს ქალთა საკითხებისა და გენდერის შესახებ. სასწავლო პროექტი “ქალთა პოლიტიკური სკოლა: გენდერი, პოლიტიკა და სამართალი” გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაშიდა იყოფოდა გარკვეულ საფეხურებად. ლექცია-სემინარებს ძირითადად ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა, რათა მსმენელებს განევითარებინათ ანალიტიკური ჩვევები და გაეღრმავებინათ ცოდნა ადგილობრივი პრობლემების საერთასორისო სტანდარტებით შეფასებისათვის; დახმარებოდნენ ქალებს საერთაშორისო პოლიტიკასთან, ევროინტეგრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან მიმართებაში გაეაზრებინათ ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები. მსგავსადვე ისწავლებოდა გენდერული საკითხები. გარდა ამისა, პროგრამას ჰქონდა არაპირდაპირი შედეგებიც: მან გააფართოვა ქალ პოლიტიკოსთა ქსელი, გააერთიანა ქალები სხვადასხვა რეგიონებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამომავლო გეგმები. ერთ-ერთი ასეთი იყო უკვე განხორციელებული აქცია _ ამ სკოლის მონაწილეებმა ქუთაისის ცენტრში გააშენეს სკვერი, რომელსაც “ქალთა კავშირის სკვერი” უწოდეს. თითოეულმა ლექტორმა შეაფასა მსმენელების აკადემიური მისწრება და მათი აქტიურობის ხარისხი. ამ შეფასებებმა ნათელყო, რომ პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა.

"ქალთა პოლიტიკური საგანმანათლებო პროგრამა" ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2005 წელს განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო ქალთა პოლიტიკური განათლების დონის ამაღლება. საგანმანათლებო პროგრამა განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ქალი კანდიდატები მომზადდნენ ადგილობრივ თვითმართველობაში მონაწილეობისათვის. ამ პროგრამის მიზანი იყო მიაწოდებინა ქალებისათვის ინფორმაცია ქალთა უფლებების დაცვის, ქალთა საკითხების, პოლიტიკური კამპანიების შექმნის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. პროექტი ‘’ქალთა პოლიტიკური საგანმანათლებო პროგრამა’’ ორთვენახევარი გრძელდებოდა – 2005 წლის 1 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით. მასში მონაწილეობდნენ ქალები სხვადასხვა რეგიონებიდან (ქართლი, კახეთი, იმერეთი, Qქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, გურია, სამცხე-ჯავახეთი) და თბილისიდან (სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები), რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2005 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ან მის ორგანიზებაში (დაახლოვებით 25 მონაწილე). ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საარჩევნო კამპანიების მენეჯერები, რომლებიც სამუშაო დღეებში ატარებდნენ ლექცია-სემინარებს (დღის განმავლობაში ტარდებოდა ორი ლექცია, თითოეული მათგანის ხანგრზლივობა იყო საათნახევარი). ლექცია-სემინარებს ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა. მონაწილეები იღებდნენ თეორიულ ცოდნას და უტარდებოდათ პ რაქტიკული მეცადინეობები.პროგრამის დასასრულს ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა თითოეულ მონაწილეს გადასცა სპეციალური სერთიფიკატი.

“ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი’’ საქართველოში” ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2005 წელს განახორციელა პროექტი, რომლის ძირითადი მიზანი იყო ქალთა როლის გაზრდა საქართველოს თვითმმართველობაში და გენდერული ბალანსის დამყარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ პროექტის მიმდინარეობისას ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა უპირატესობა მიანიჭა ორ მიზანს: ხელი შეეწყო ინსტიტუციონალური მექანიზმებისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებას საქართველოში, რათა დაცულიყო გენდერული თანასწორობა და ქალთა რაოდენობა ადგილობრივ თვითმართველობაში გაზრდილიყო 20%-მდე (რაც მაშინ მხოლოდ 11,8% იყო) ორივე მიზანი ნაწილობრივ განხორციელდა: •ინსტიტუციონალური მეხანიზმები ჩამოყალიბდა და გენდერული თანასწორობის კანონპროექტი განხილვის პროცესშია. •ამ პროექტის წარდგენისას კიდევ უფრო გაძლიერდა ქალთა პოლიტიკური ქსელი რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის წინა პირობაა.

“ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრისა და ქალთა რეგიონალური პოლიტიკური ქსელის ჩამოყალიბება საქართველოში” ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2004 წელს წარმოადგინა პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალთა როლის გაზრდა თვითმმართველობაში და გენდერული ბალანსის დამყარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. პროგრამის მიზნები იყო: 1.ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის, როგორც ქალთა საკითხების დამცველი ორგანიზაციის, ჩამოყალიბება; 2.ქალთა რეგიონალური პოლიტიკური ქსელის შექმნა. არსებობდა რამდენიმე სამიზნე ჯგუფი: ამომრჩეველი ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. გამოიკვეთა და განხორციელდა ორგანიზაციის შემდეგი მიზნები: ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა დააარსა მნიშვნელოვანი ლობისტური ორგანიზაცია ქალთა საკითხებისა და ქალთა რეგიონალური პოლიტიკური ქსელის გასაძლიერებლად და შექმნა კოალიცია. ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა გარკვეულწილად დაამყარა ურთიერთობები სახელმწიფო უწყებებთან, რაც ეფექტურად აისახა ქალთა როლის გაძლიერებაზე.

”2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალთა წინსვლის ხელშემწყობი მედია კამპანია” ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2003 წელს განახორციელა პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო, ჩამოეყალიბებინა ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი ჭPღჩ, როგორც ეფექტური და ლობისტური ორგანიზაცია ქალთა წინსვლის ხელშეწყბისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პროგრამის მიზნები იყო: •მასმედიისა და საზოგადოების მობილიზება ქალთა პოლიტიკური როლის გასაძლიერებისათვის. •მედიაკამპანიის წარმოება კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად. ამ პროექტში ნათლად გამოიკვეთა ორგანიზაციის მიზნები. 1.ჭPღჩ ჩამოყალიბდა, როგორც ქალთა საკითხების მხარდამჭერი ეფექტური და ლობისტური ორგანიზაცია; 2.შეიქმნა ქალთა ქსელი პოლიტიკასა და თვითმმართველობის ორგანოებში; 3.ასევე შეიქმნა ქსელი მასმედიის გასაძლიერებლად. მასმედია და საზოგადოება გარკვეულწილად ჩაერთო ქალთა პოლიტიკური როლის გაძლიერების საქმეში.
ყველა უფლებები დაცულია ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის მიერ